ბათუმის აეროპორტის შესასვლელში დაზიანებული გადახურვის აღდგენითი სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია -TAV Georgia

„გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. TAV Georgia აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია“, – ინფორმაციას ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading