აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაური, მაიკლ კურილა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსს, ჰერცი ჰალევისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ისრაელ კაცს შეხვდა.
„ლიდერებმა მთელი რიგი რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის სირიაში არსებული ვითარება და სხვა სტრატეგიული საკითხები განიხილეს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.