აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართა
გამოიფინა ადგილობრივ მეწარმეთა და მხატვართა ნამუშევრები, მოეწყო საბავშვო და კვების სივრცეები.
მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრებით – ა(ა)იპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან” არსებული ანსამბლი „ბეთანია“ და ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.
საღამო ანსამბლმა – „შვიდკაცამ“ დაასრულა.
ადგილობრივებს სცენიდან საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა – ,,ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის. ესაა სიკეთისა და სიცოცხლის, სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული! გილოცავთ კიდევ ერთხელ! ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს!
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, გარდაბნის ცენტრალურ პარკში ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო



