აფხაზმა ე.წ. დეპუტატმა ე.წ. პარლამენტში ცეცხლი გახსნა და ორი ე.წ. პარლამენტარი დაჭრა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა
“აფხაზეთის პარლამენტში სროლის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა,რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩხუბში მონაწილეობდნენ დეპუტატები ადგურ ხარაზია, კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია. ხარაზიამ რამდენიმე გასროლით დაჭრა კვარჩია და გოლანძია. გოლანძია გარდაიცვალა, ის თავში დაჭრეს, კვარჩიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას მხრის არეში აქვს ჭრილობა”, — წერს რია ნოვოსტი.
