არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია 🚧
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) სავალი ნაწილი დაზიანდა.
🔹 უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ფილას დაშლა, არმირება და ბეტონით შევსება.
🔹 სამუშაოები 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და გზაზე გამოცხადდება ნაწილობრივი შეზღუდვა.
🔹 დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილებისთვის ალტერნატიული მარშრუტებია: ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაური და ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურის გზები.
🔹 ხიდის სრული რეაბილიტაცია მაღალი ინტენსივობის გამო ვერ ხერხდება, თუმცა პარალელურად შენდება ახალი ხიდი, რომელიც ამ წელს გაიხსნება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.