სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის წარმოების ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

🔎 ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. რუსთავში, სადაც ინდმეწარმე რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.

🔎 ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში, სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ შპს „Cheese Line“ და ორი ინდმეწარმე, რომლებიც ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ახორციელებდნენ.

⚖️ ყველა ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ℹ️ სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობის დაწყებამდე დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მისაღებად, რაც სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის აუცილებელი პირობაა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading