ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულ ელჩთს შეხვდა

2025 წლის 6 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში მალაიზიის ახლადდანიშნულ ელჩთან, აჰმად კამრიზამილ ბინ მოჰდ რიზასთან (რეზიდენციით ქ. ბაქო). 

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ხალხთაშორისი კონტაქტებისა და განათლების სფეროებში. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის, ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს და სამომავლო გეგმებს. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

შეხვედის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და კიდევ უფრო გააქტიურებას საერთო ინტერესების სასარგებლოდ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading