აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის წევრი ქვეყნების (ავსტრალია; აზერბაიჯანი; კამბოჯა; საქართველო; ჰონგ-კონგი, ჩინეთი; კირიბატი; მიკრონეზიის ფედერაციული შტატები; ნაურუ; პალაუ; სოლომონის კუნძულები; ტუვალუ) ჯგუფის შეხვედრა (Constituency)

მასში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ბანკის ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების, ისე ტექნიკური დახმარებების მიმართულებით და ამ კუთხით ბანკის მიერ დაგეგმილი შემოთავაზებები.

ფინანსთა მინისტრმა მიმართვაში ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას და აღნიშნა საქართველოს მაღალი მზაობა, ახალი ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენების მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading