საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქ. ნამიონგჯუს Hyndai Premium Outlet-ში გამართული ღვინის როუდ-შოუს ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-გაყიდვა მოეწყო. გამოფენაში ღვინის იმპორტიორმა კორეულმა კომპანიებმა – „GK International“, “HY” და „Rusko Co LTD“-მ მიიღეს მონაწილეობა
აგრეთვე, სპეციალურად კორეელი სოც. მედიის წარმომადგენლებისა და კომპანია HYUNDAI-ის VIP მომხმარებლებისთვის ქართული მეღვინეობის უძველესი კულტურის შესახებ შემეცნებითი სემინარი ჩაატარა Hyundai-ს მთავარმა სომელიემ ტეჯუნგ ნომ. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართლა ელჩმა თარაშ პაპასქუამ.
ღონისძიების ფარგლებში, 11 მაისს, ელჩი თარაშ პაპასქუა Hyundai Premium Outlet-ის მენეჯერ იუნჰიუნგ კიმს შეხვდა. ელჩმა მადლობა გადაუხადა ბატონ კიმს ღვინის როუდ-შოუზე მოწვევისათვის და კორეაში ქართული ღვინის შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორეაში ექსპორტირებულ იქნა 72,584 ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. ამასთან, 2024 წელს კორეის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა ქართული ღვინის მწარმოებელმა 20-მდე კომპანიამ.




