აზერბაიჯანის რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვები საგზაო გადასახადისგან გათავისუფლდა
აზერბაიჯანში სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 1-ლი იანვრიდან საგზაო გადასახადისგან გათავისუფლდა, რაც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით იყო გათვალისწინებული.
ინფორმაციას Report ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილები სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რკინიგზის პირველ სადგურამდე საქონლის ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან 2 წლის ვადით თავისუფლდება.