“აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა

ყაზახური მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავმა განგაშის შეტყობინება გაავრცელა.

სოციალურ ქსელებში ლაინერის ჩამოვარდნის კადრები ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ხუთი ეკიპაჟის წევრი იყო.

მედიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 37 მოქალაქე, რუსეთის 16 მოქალაქე, ასევე ყაზახეთის ექვსი და ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქთაუს აეროპორტთან ავიაკატასტროფის დროს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა, თუმცა მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading