რატომ არ შეუშვეს UFC PI-ში მერაბ დვალიშვილი
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვზე კვლავ საუბრობს.
როგორც მერაბი აცხადებს, ის UFC Performance Institute-ში არ შეუშვეს, რადგან შიგნით რუსი მებრძოლი იმყოფებოდა.
“UFC PI-ს წინ ვდგავარ და დაცვა არ მიშვებს, რადგან მეუბნებიან, რომ შიგნით უმარ ნურმაგომედოვია და მას იცავენ.
ნუ გეშინიათ – ბრძოლამდე, მას არ ვცემ, მაგრამ 18 იანვარს განსხვავებული სცენარი იქნება.
ამ დაწესებულებაში რეაბილიტაციის პროცესი უნდა გამეგრძელებინა, ქარდებისთვის ხელი მომეწერა და მეგობრებთან ერთად მესადილა. რა ჯანდაბა ხდება?
ამ ტიპს დავანგრევ ყველა იმ შეურაცხყოფისა და ტყუილის გამო, რაც ისაუბრა.
უმარ, სჯობს, გამოჩნდე. დღეს გიცავენ, ახლა არ დაგარტყამ, მაგრამ 18 იანვარს ვერავინ დაგიცავს” – ამბობს მერაბი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.