ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება გრძელდება

„ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა 22 ერთეული ავტოსადგომი, ორი ერთეული კომერციული ფართი და 129 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც 55 ბინა, გარემონტებული და მოწესრიგებული, გადაეცემათ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს სამგორის რაიონში კიდევ ერთ მისამართზე, კერძოდ, რომანოზ ხომლელის ქუჩა, კორპუსი N4ა-ში.

აღნიშნული კორპუსი, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობს, უმძიმესი მდგომარეობაა. შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება და აშენდება თანამედროვე, ქართული არქიტექტურის მქონე 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სრულად გარემონტებულ ბინებს 44 ოჯახი მიიღებს.“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერის თქმით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. დედაქალაქის მერმა მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს შენობებში ცხოვრობენ, იაქტიურონ და მათი რაიონის გამგეობებს მიმართონ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading