მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის  მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

„მუხიანის აგარაკებზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. სიტუაცია გაუსაძლისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი კომუნიკაცია და გზა არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება. პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორცილდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე .

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გლდანის გამგეობა აღნიშნულ დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading