ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე 

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მანქანას, ტრაილერი კი “ოპელის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 3 ადამიანია დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟემა დაშავებულები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

როგორც “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტებს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა მათი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading