ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ .


„ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“ განმარტებული იქნება, როგორც ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


​კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

საქართველოს პარლამენტი 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading