ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ საქართველოს პროგრესი – GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში გამოქვეყნდა
2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ მომზადებული ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის შესრულების მე-4 რაუნდის შეფასების ანგარიში.
📌 რაუნდის მთავარი ფოკუსი: ტრეფიკინგისთვის მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენა და მათი დაცვა.
🟢 GRETA ანგარიშის ძირითადი მიგნებები:
- საქართველოში ბოლო წლებში ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემები განმტკიცდა;
- პოზიტიურად შეფასდა საუბი ერთიანი, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი საუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო;
- მსხვერპლთა კომპენსაციის პროცედურები გამარტივდა, გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა და გაუმჯობესდა სპეციალისტების კვალიფიკაცია.
📅 2024 წლის სექტემბერში GRETA-ს დელეგაციამ საქართველოში სამუშაო ვიზიტი განახორციელა.
🌍 საქართველო უკვე მე-10 წელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში უმაღლეს კატეგორიაში („პირველ კალათაში“) იმყოფება და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით.
🛡️ GRETA-ს შეფასებით, ქვეყნის წარმატება დიდწილად არის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელიც იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედებს და აერთიანებს ყველა შესაბამის უწყებასა და პარტნიორ ორგანიზაციას.
აღნიშნული პროგრესი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტშიც, როგორც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილის.
აღნიშნულ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.