აბიტურიენტების რეგისტრაცია დღეს, 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება!

2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური, სარეგისტრაციო გვერდზე შეიყვანოს პირადი მონაცემები და აირჩიოს საგამოცდო ქალაქი.

ქალაქის, საგნის, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 10 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

გისურვებთ წარმატებას!

naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading