EYOF Bakuriani 2025 | ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს!
მონეტების გაყიდვა 10 მარტს, 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის – tkt.ge საშუალებით დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში.
13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთხვევაში, მისი რეალიზაცია სებ-ის სალაროების პარალელურად, გაგრძელდება ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც – MoneyMuseum.nbg.gov.ge
„ბაკურიანი 2025“ თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.
იმისათვის, რომ მონეტის შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა.