კატეგორია: სპორტი
ქართველი პარაძიუდოისტი ბაჩუკი შელია თბილისში მიმდინარე „მსოფლიოს თასის“ ბრინჯაოს პრიზიორია
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. ქართველმა პარაძიუდოისტმა ბაჩუკი შელიამ (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ ტურნირზე საქართველოსთვის ეს მეოთხე მედალია. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა და გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ასევე ჩემპიონობა იზეიმა საბა ბაღდავაძემაც (-81 კგ). ტურნირში მონაწილეობს…
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ქართული ფინალი შედგა
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. -70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა – ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის – მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები. ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასა და ძიუდოს ფედერაციას თბილისის „გრანდ სლემის“ ბრწყინვალედ ჩატარებისთვის მადლობას უხდის
თბილისის „გრანდ სლემის“ დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის შეფასება. ის საქართველოს მთავრობასა და ძიუდოს ფედერაციას თბილისის „გრანდ სლემის“ მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის მადლობას უხდის. „გულითად მადლობას ვუხდი საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას 2025 წლის თბილისის „გრანდ სლემის“ მაღალი სტანდარტებით ჩატარებაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის,“ – წერს IJF-ის…
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე დახვდნენ, ღირსეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს. საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში…
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება!
29 მარტს, ავჭალის სტადიონზე საფრანგეთის U18 ნაკრებს დავუპირისპირდებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა. მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. „დინამო არენაზე” იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თბილისის ,,გრანდ-სლემზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ,,გრანდ-სლემი” გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღის ასპარეზობებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. თბილისის ,,გრანდ-სლემის” მესამე დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი…
საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძეს, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
საქართველოს სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძეს, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. ჯილდო ვლადიმერ ნუცუბიძეს თბილისის „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცა. ვლადიმერ ნუცუბიძეს 25-წლიანი კარიერის მანძილზე არაერთ საერთაშორისო ასპარეზობაზე, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, უმსაჯია. ქართველმა არბიტრმა 2016 წლის რიოს,…
23 მარტს ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის სეზონის გახსნითი შეხვედრა თეთრიწყაროსა და რუსთავის გოგონათა გუნდებს შორის გაიმართა
დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა გოლები: თეთრიწყარო : ანა გრიგალაშვილი რუსთავი : სესილი მასხარაშვილი აღსანიშნავია რომ თამაშს ესწრებოდა თეთრიწყაროს გუნდის ერთგული გულშემატკივარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გიორგი წიკლაური ა.(ა).ი.პ თეთრიწყროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი დავით ყაზახაშვილი მის მოადგილეებთან სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად.