ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ, კემლინ ფურლეს, თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა და UNHCR-თან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის მზადების პროცესს. მხარეებმა, იმსჯელეს საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა საკითხებზეც. ასევე – სახელმწიფოს მხრიდან,…