დაურ ისმაილოვი ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „TEA HOUSE“-ის მიერ, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და მას აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევიც ესწრებოდა.

დაურ ისმაილოვმა სიტყვით გამოსვლისას ჰეიდარ ალიევის ისტორიულ როლსა და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში მის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

„ჰეიდარ ალიევი იყო სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნების ურყევ მეგობრობას. ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგია ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც დღესაც წარმატებით გრძელდება“, – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

ღონისძიებას, მარნეულის მერის პირველი მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading