500-მდე ახალი სახელმძღვანელო თსუ-ში
სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვისა და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გასული სამი წლის განმავლობაში 500-მდე სახელმძღვანელო, ლექსიკონი, მონოგრაფია, ატლასი და სხვა წიგნი გამოსცა.
თსუ გამომცემლობის ინფორმაციით, სახელმძღვანელოები ფაკულტეტების მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა.
,,უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესის უკეთ წარმართვისთვის დავიწყეთ ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა და არსებულის გადამუშავება. ფაკულტეტებთან მუშაობაში გამოვლინდა თუ რომელი სახელმძღვანელოების გამოცემაა მიზანშეწონილი. ამასთან, ბეჭდურთან ერთად, მზადდება ელექტრონული გამოცემებიც, რომელიც თსუ გამომცემლობის ვებგვერდზე იტვირთება.“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
