თურქეთში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

თურქეთში, სტამბოლში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, ათობით მოწამლული კი საავადმყოფოში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან.

ალკოჰოლში, ეთანოლის ნაცვლად, რომელიც ჩვეულებრივ ალკოჰოლურ სასმელებში გამოიყენება და ადამიანისთვის უსაფრთხოა, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც ტოქსიკური სამრეწველო ხარისხის ალკოჰოლია და არ არის სასმელად უსაფრთხო.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში რეიდები ჩაატარეს და 30 000 ლიტრზე მეტი ფალსიფიცირებული ალკოჰოლი ამოიღეს.

მათივე ცნობით, სამართალდამცავებმა ჩხრეკა 342 მისამართზე განახორციელეს, მათ შორის არალეგალურ საწყობებსა და საამქროებში.

მომხდართან დაკავშირებით 60-მდე ადამიანია დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილი ხშირია, რადგან, ალკოჰოლის მაღალი გადასახადების ფონზე, შავ ბაზარზე მათი წარმოება იზრდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading