4 მარტი არაჩვეულებრივი მსახიობის, საქართველოს სსრ სახალხო არტისტის იაკობ ტრიპოლსკის ხსოვნის დღეა
დაიბადა 1919წლის 31 დეკემბერს, დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.
1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის “მაია წყნეთელი”), იასონი (შ. დადიანის “ნინოშვილის გურია”), ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”, “მეთორმეტე ღამე”), თინიბეგი (მრევლიშვილის “ზვავი”), ბახა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), დათიკო (“მე ვხედავ მზეს” დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (ცაგარლის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”) და სხვა.; კინოში იღებდნენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი (“ქეთო და კოტე”), პროფესორი (“ჭრიჭინა”), ი. სტალინი (“მიზნის არჩევა”), ზურაბ გურგენიძე (“ქალის ტვირთი”), თორღვაი (“ხევისბერი გოჩა”) და სხვა.


