35 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში თბილისის „დინამო”, რომელიც მაშინ „იბერიის“ სახელით ასპარეზობდა, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა და გელა კეტაშვილის ავტოგოლით, ანგარიშით 0:1, დამარცხდა.
ამ ისტორიულ მატჩს 80 ათასი მაყურებელი დაესწრო. მატჩის მთავარი არბიტრი
ველოდი მიმინოშვილი გახლდათ.


