30 აპრილს, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა
სხდომაზე მოწვეულია ქალბატონი ნათია გედენიძე, ბატონები – ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე, მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით („ფოტოგრაფების საქმე“).
სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.
