3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. დედის და ზოგადად, ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში
„ქართველი ღვიძლს ენასაც „დედა-ენას“ ეძახის, უფროსს ქალაქს – „დედა-ქალაქს“, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას – „დედა-ბოძს“, უდიდესსა და უმაგრესს ბურჯს – „დედა-ბურჯს“, სამთავრო აზრს „დედა-აზრს“, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი – „გუთნის-დედას“. რამოდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამოდენად… თავ-მოსაწონებელი!“, – წერდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი მმართველი, ილია ჭავჭავაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკი გილოცავთ დედის დღეს!