28 თებერვალი იშვიათი დაავადებების დღეა

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო ქვეპროგრამა ხორციელდება.

ხდება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება; ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურება; ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება.

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 11 მილიონით გაიზარდა და 55 000 000 ლარს შეადგენს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading