27-28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ევროპის საბჭოს მიერ ომბუდსმენების და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისთვის გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

კონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, ამ გამოწვევათა დასაძლევად ომბუდსმენის ინსტიტუტებისა და NHRI-ების როლი და შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეები სესიებზე კრიზისულ პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ; ვენეციის პრინციპების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ომბუდსმენებისა და NHRI-ების როლზე იმსჯელეს; ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლს ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჩარჩო კონვენციის აღსრულების პროცესში.

საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

ყველა რეაქცია:

22

მოწონება

კომენტირება

გაზიარება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading