26 მაისს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

ღონისძიებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალაქ გარდაბნის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან ცენტრალურ პარკამდე მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობა. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი ზონა.

საღამოს, მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading