26 მაისს, გარდაბანში, ცენტრალურ პარკში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიების პროგრამა:
16:00 – 16:30 – კოსტიუმირებული მსვლელობა;
16:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა;
16:00 – 19:00 – საბავშვო ზონა: სახეზე მოხატვა, ანიმატორების შოუ პროგრამა;
17:00 – 19:00 მოწვეული და ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.
