23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა – კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული გმირული ბრძოლიდან 105 წელი შესრულდა

1921 წელს სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი შეტაკებები კოჯრისა და ტაბახმელის მიმდებარედ მიმდინარეობდა, სადაც იუნკრებმა მტერს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა არაერთი მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები და მოწვეული სტუმრები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading