22-23 თებერვალს, ქ. თბილისში, გაიმართა საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული, 2011-2012 წლებში დაბადებულთა შორის პირველი სარეიტინგო ჩემპიონატი
ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 230 ძიუდოისტთან ერთად მონაწილეობდა ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ ძიუდოს სექციის აღსაზრდელი ლუკა გულბანი (მწვრთნელი გეგი თამლიანი), რომელმაც 5 მოგებული შეხვედრის შემდეგ ოქროს მედალი და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ვულოცავთ ლუკას და მის მწვრთნელს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი


