სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულში ჩავიდა და მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
„ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია, ჩვენს ტოლერანტობაშია, მიმღებლობაშია განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის, განსხვავებული რელიგიური კუთვნილების თუ ზოგადად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ამ მრავალფეროვნებამ მოიყვანა საქართველო დღემდე და მე იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.




