2026 წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა
საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკანონოდ იყო დაკავებული, 2026 წლის 2 აპრილს გათავისუფლდა და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოყენებულ იქნა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ყველა ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.