2026 წლის ბიუჯეტი პარლამენტში: სოფლის მეურნეობის კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტი ეფუძნება ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც მოიცავს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, განათლებისა და ჯანდაცვის გაძლიერებას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ად არის დაგეგმილი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 35.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაზე, რომელიც 855 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
კერძოდ:

  • სურსათის უვნებლობა – 77 მლნ ლარი
  • მევენახეობა-მეღვინეობა – 83 მლნ ლარი
  • ერთიანი აგროპროექტი – 317 მლნ ლარზე მეტი
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – 144 მლნ ლარი

კაკაურიძემ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები პროგნოზს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading