საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

სიტყვით გამოსვლისას, გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე აღინიშნა ბიზნეს ასოციაციებისა და შესაბამისი ორგანიზაციების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.

თურქეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში (MÜSİAD) გაწევრიანებულია 60,000-მდე საშუალო და მსხვილი კომპანია. ასოციაციას გააჩნია 85 საერთაშორისო წარმომადგენლობა 71 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ღონისძიებას თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო მისიების, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading