2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა რეკორდული ნიშნულით გაიზარდა
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტმა 8.9%-იანი ზრდა აჩვენა და რეკორდული ნიშნული, 3,843.8 მილიონი აშშ დოლარი მიაღწია. ამავე პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 10.3%-ით იმატა და 14,153.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ასევე რეკორდული მოცულობაა.
გადიდებული ექსპორტი და სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ეს მაჩვენებლები მოწმობს, რომ საქართველო საგარეო ვაჭრობის ზრდის გზას განაგრძობს და წლის ბოლომდე კიდევ უფრო გამყარებული პოზიციების შენარჩუნება შეუძლია.