2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო და 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა

იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.

იანვარში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ტრანსპორტისა და დასაწყობების; მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის,

დამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ასევე , იანვარში ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა და 403.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა weწელთან შედარებით 11.6 პროცენტით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სავალუტო ფონდის ოქტომბერის პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის5.2%-ის ოდენობით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading