2024 წელს უმუშევრობის დონის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა: უმუშევრობის დონე 2024 წელს 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა
2024 წელს დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა: დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და მილიონ 402 ათასი შეადგინა.
დასაქმების დონე 2.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.1 პროცენტი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა 34.7 ათასით შემცირდა და 227 ათასს გაუტოლდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება უმუშევრობის შემცირების და დასაქმების ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა — 185 ათასით გაზრდილი.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 40 ათასით გაიზარდა და 960.4 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 27.9 ათასით გაიზარდა და 441.5 ათასი შეადგინა.
2024 წელს უმუშევრობის დონე ქალაქებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით 14.4%-მდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.4 პროცენტული პუნქტით 13.3%-მდე.
2024 წელს 2023 წელთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით 11.1%-მდე, ხოლო კაცებში – 2.2 პროცენტული პუნქტით 16.1%-მდე.
კვარტალურ ჭრილში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გაგრძელდა უმუშევრობის შემცირების და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის
დონემ მეოთხე კვარტლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით – 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.2 პროცენტი შეადგინა.
