2024 წელს საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას ჯამში 818 245 ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წლის მონაცემებს 11%-ით აღემატება

საანგარიშო პერიოდში პრომეთეს მღვიმეს 10%-ით, მარტვილის კანიონს 10%-ით, სათაფლიას 15%-ით, მტირალას ეროვნულ პარკს 6%-ით, ხოლო წალკის კანიონს 14%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2023 წელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading