2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.

გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

პოლონეთი – 12% (6,7 მლნ ლიტრი),

გერმანია – 30% (1,28 მლნ ლიტრი),

აშშ – 32% (1,2 მლნ ლიტრი),

ლიეტუვა – 11% (707 ათასი ლიტრი),

დიდი ბრიტანეთი – 42% (425,6 ათასი ლიტრი),

თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი),

აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი),

კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი),

ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი),

არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 80% (70 ათასი ლიტრი),

სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading