2024 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში- 628,828,011 ლარი შევიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 124,254,129 ლარით მეტია
მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 46,607,141 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ – 517,932,633 ლარი. რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2024 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ – 64,249,528 ლარი შევიდა.
