2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 150 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

2024 წელს,ევროკავშირისქვეყნებიდან,საქართველოსდაცულტერიტორიებს 150 000-ზე მეტივიზიტორიეწვია

მათ შორის, ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა პოლონეთიდან (52,303), გერმანიიდან (27,151), ლატვიიდან (24,379) და ლიტვადან (20,735).

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული პარკების ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიმართულებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტომ ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღო არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურისტულ და სათავგადასავლო გამოფენაში, მათ შორის: ITB BerlinTravel and Adventure ShowSaudi Travel MarketCOTTM 2024 (ჩინეთი), Hong Kong International Travel Expo და სხვა.

აღსანიშნავია ის საერთაშორისო აღიარებები, რომლებიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებს სხვადასხვა დროს აქვს მოპოვებული. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი, ევროპული დიპლომი, რამსარის კონვენცია და სხვა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც უნიკალური ეკოტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას და მოგზაურობით დაინტერესებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading