2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

დღეს მას 42 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მუხათგვერდიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალთან გადაინაცვლეს და მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading