16 ივლისს რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება
საქართველოს პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინი ჩამოვა. არტისტი ქართულ სცენაზე პირველად 16 ივლისს წარდგება.
როგორც არტისტის ოფიციალურ გვერდზე წერია, კონცერტი მისი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, სადაც მომღერალი მსმენელის წინაშე ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ღონისძიება რუსთავის ავტოდრომზეა დაგეგმილი.
ღონისძიება რუსთავში 19:00 საათზეა დაგეგმილი.