15 სახელმწიფო თეატრი განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემით აღიჭურვა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ აპარატურა ეტაპობრივად გადასცა:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;

მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;

საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას;

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;

გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;

აპარატურა ასევე გადაეცა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს. საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო თეატრებისთვის გადაცემული აპარატურის საერთო ღირებულება 2 მილიონ 770 ათასი ლარია.

შეიძლება იყოს დინამიკი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading