15 თებერვალს აფხაზეთში ვადამდელი დ/ფ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, საარჩევნო მარათონის ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ ე.წ. საარჩევნო სიაში 134 ათასი ადამიანია.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, „საარჩევნო უბნები ქალაქ სოხუმში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში გაიხსნება“. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთში და თურქეთში გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სარჩევნო უბნები – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში, თურქეთში კი საქარიის პროვინციის ქალაქ ადაფაზარიში გაიხსნება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading