14 აპრილს, ქართული ენის დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლა „მთაწმინდელის“ მოსწავლეების მიერ ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსანი გადაეცა
„ვეფხისტყაოსნის“ სრულიად უნიკალურ და გამორჩეულ გამოცემას, რომელშიც წარმოდგენილია ხელით შესრულებული მინიატიურები, ორნამენტები და საზედაო ასოები, მოსწავლეები 7 წლის განმავლობაში ქმნიდნენ.
ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს სკოლა მთაწმინდელის დამფუძნებელმა, თამაზ გველუკაშვილმა და დეკანოზმა დავითმა (ინწკირველი) გადასცეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე.




